fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილის მკვლელი ისევ მიყვარს” – ხალანდრში მამის მიერ მოკლული 4 წლის ბავშვის დედა

ხალანდრში საშინელი ტრაგედია 2019 წლის 7 აპრილს მოხდა. 27 წლის მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. მოგვიანებით კი, ორივე ცხედარი ბავშვის დედამ იპოვა, რომელმაც ის მამას დაუტოვა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა.

ამ ყველაფრიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, ის პირველად საუბრობს საჯაროდ:

“მე ის ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. მუდმივად ეჭვიანობდა და ჰქონდა კრიტიკული მომენტები, მაგრამ ბავშვთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვენდობოდი. ხუთი წელი ვიყავით ერთად და სიყვარული არასოდეს დაგვიკარგავს. მე ის ახლაც მიყვარს და არ ვიცი, შევძლებ თუ არა, რომ მისი და ჩემი პატარა ვასილის გარეშე ცხოვრება თავიდან დავიწყო.

არასოდეს შემინიშნავს, რომ ჩვენი შვილის მოკვლა შეეძლო. ბედნიერი და კომუნიკაბელური კაცი იყო. ნერვული შეტევები კი ჰქონდა და ხელითაც მეხებოდა, არ უნდოდა დედასთან სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაშინაც კი, როცა ვიჩხუბებდით და ერთმანეთს ცოტა ხნით ვშორდებოდით, ბავშვის სანახავად თავად მოდიოდა. ერთ დღეს კი ასეთი რამ მითხრა, რომ ბავშვი მე არ მეყოლებოდა, არამედ მასთან ერთად წავიდოდა და მეც დავთანხმდი, რადგან ეს ჩვეულებრივ მომენტად მივიღე. ნეტავ, არ გამეტანებინა… ეს დღე არასოდეს დამავიწყდება… მკვლელობამდე მეგობრებმა მითხრეს, რომ ის იარაღით დაინახეს, მაგრამ როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს ჩემი შვილის და საკუთარი თავის მოსაკლავად უნდოდა,” ამბობს 21 წლის იოანა.

onalem

ტესტ