fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს ფენომენი “ვიქტორია” უახლოვდება – როდიდან იცვლება ამინდი ქვეყანაში?!

ბერძენი სინოპტიკოსების ინფორმაციით, კლიმატური ფენომენი, რომლის სახელწოდებაც “ვიქტორია” გახლავთ, საბერძნეთს დასავლეთიდან უახლოვდება. ეს გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას, უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს. იონიის კუნძულებზე ქარის ძალა 9 ბალსაც კი მიაღწევს.

იონიის ზღვაში ძლიერი წვიმა დღეს შუადღიდან დაიწყება, შემდეგ გავრცელდება მთელ საბერძნეთში და მიაღწევს კრეტამდეც.

ატიკის რეგიონში დღეს საღამოდან მოსალოდნელია პერიოდული წვიმა და ქარი. ქარის ძალა 4-5 ბალს არ გადააჭარბებს, ჰაერი კი 16-დან 24 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, დღეს ასევე მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურა 13-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

როგორც იანის კალიანოსი აცხადებს, “ვიქტორია” საბერძნეთში 72 საათის მანძილზე “იბატონებს”.

onalem

ტესტ