fbpx
საზოგადოება

ბერძნები კარანტინში საკუთარ თმაზე ნერვიულობენ – წარმოუდგენელი რიგები სალონებში ვიზიტის დასაჯავშნად

Reuters-ის მიხედვით, კარანტინის პირობებში ბერძნები ყველაზე მეტად საკუთარ თმაზე ნერვიულობენ და უკვე არსებობს წარმოუდგენელი რიგები, რადგან ვიზიტების დაჯავშნა ყველას პირველს უნდა.

როგორც ირკვევა, სილამაზის სალონი პირველი ადგილია, სადაც საზოგადოების ნაწილი ზომების მოხსნის შემდეგ აპირებს წასვლას. პრობლემაა გაზრდილი თმა და რაც ყველაზე უარესია, შესაღები ძირები. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც მაკრატელი საკუთარ ხელში აიღეს, რადგან ულამაზო ვარცხინილობას ვეღარ “გაუძლეს”.

რა თქმა უნდა, საბერძნეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდება. დანიაშიც, ზომების მოხსნისთანავე, მოსახლეობა სტილისტებთან გაეშურა. აქ სამი კვირის მანძილზე ერთი ადგილიც არ დარჩა, ვიზიტის დასაჯავშნად.

Reuters-ის ცნობით, ბერძენი სტილისტებისგან კლიენტები ტელეფონით ითხოვენ რჩევებს, თუ როგორ შეიჭრან თმა და როგორ მოახერხონ სასურველ ფერზე შეღებვა. ერთ-ერთი მათგანი, სტელიოს სტრანძალისი ამბობს, რომ ვიზიტი უკვე მინიმუმ 50 ადამიანს აქვს დაჯავშნილი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35% მოუთმენლად ელოდება სალონების გახსნას. როგორც ცნობილია, მათი ამუშავება 4 მაისიდან დაიწყება და მომსახურებას პერსონალი კლიენტებს უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით გაუწევს.

onalem

ტესტ