fbpx
ჯანმრთელობა

“ვირუსი ისევ აქ არის” – ნახეთ, რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება საბერძნეთში დღეს

რამდენიმე წუთის წინ სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საერთო ჯამში კი ქვეყანაში დაავადების 2.506 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათში საბერძნეთში არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი ამ ეტაპზე 130-ს უდრის.

რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვითი სუნთქვის აპარატზე 47 პაციენტია გადაყვანილი.

ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, რომ ქუჩებში გაიზარდა ხალხის რაოდენობა ამინდის გაუმჯობესების გამო, რაც დაუშვებელია. მიღებული ზომები ჯერ კიდევ ძალაშია და ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. სწორედ ამიტომ მოსახლეობა ჯერ კიდევ დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საკუთარ ქმედებებს და გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.

onalem

ტესტ