fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამის ფული, 3.000 ევრო, დახარჯა და პოლიციაში განაცხადა, რომ გაქურდეს

აგრინიოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა ახალგაზრდა ქალი და განაცხადა, რომ ორმა უცნობმა პირმა ბანკომატიდან 3.000 ევროს გამოტანა აიძულა, შემდეგ კი წაართვეს და უკვალოდ გაქრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა აღნიშნული ისტორია მოიგონა, რადგან თანხა თავად დახარჯა, საკუთარი მამის ანგარიშიდან და თავისი დანაშაულის დასაფარად, სხვებს აბრალებდა.

ცხადია, გადამოწმდა ბანკთან დამონტაჟებული კამერები და ნახეს, რომ თანხა ქალმა მარტომ გამოიტანა და არანაირი ძარცვის მსხვერპლი არ გამხდარა. მამას კი, ათასობით ევროს გაფლანგვის ფაქტს უმალავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ის ცრუ საჩივრის შეტანის გამო დააკავეს.

onalem

ტესტ