fbpx
საბერძნეთი

სასჯელი კორონავირუსის უპასუხისმგებლოდ გავრცელების და დაუმორჩილებლობის გამო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რომელიც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სასჯელი წესდება.

როგორც ცნობილია, იმ ადამიანების ნათესავები, რომლებიც რელიგიურ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი დაუდგინდათ, არ ემორჩილებოდნენ ინსტრუქციებს და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში, კარანტინში ყოფნის ნაცვლად. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა საჭიროება მეტი აქცენტი გაკეთებულიყო მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე.

როგორც ირკვევა, სისხლის სამართლის 285 მუხლის მიხედვით, სასჯელი ელის მას, ვინც არ დაემორჩილება საკარანტინე წესებს და საზოგადოების ჯანმრთელობას საკუთარი უპასუხისმგებლო ქმედებებით საფრთხეს შეუქმნის.

 

onalem

ტესტ