fbpx
მსოფლიოჯანმრთელობა

“ხალხი ისე ვაჭრობს, თითქოს ომი იყოს” – მეოთხე გარდაცვლილი და 200 დაინფიცირებული იტალიაში

იტალიაში კორონა ვირუსს შეწირულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირების 200 შემთხვევა ფიქსირდება. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სოფელში კარანტინია გამოცხადებული, გაუქმებულია ვენეციის კარნავალი, ავსტრიამ ჩაკეტა სარკინიგზო ხაზები იტალიასთან, დაკეტილია სკოლები და მუზეუმები.

განსაკუთრებულად დაპანიკდა მილანის მოსახლეობა, სადაც ხალხი სავაჭროდ ისე დადის, თითქოს ომი იყოს. არის ნიღბების და პროდუქცის დეფიციტი. გრძელი რიგებია ბანკომატებთან, საიდანაც მოსახლეობა ცდილობს თანხის გამოტანას.

ხელთათმანები, ხელსახოცები და სხვადასხვა ანტობაქტერიული საშუალებები სუპერმარკეტების თაროებიდან გამქრალია.

შეგახსენებთ, რომ კარანტინშია დაახლოებით 50.000 ადამიანი.

 

onalem

ტესტ