fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ექიმი Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან მეორე დღეს დაიღუპა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კატერინში მოხდა. ირკვევა, რომ 61 წლის მამაკაცი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დღეს დაიღუპა.

მედიის მიხედვით, მამაკაცი ექიმი იყო, მან Pfizer-ის წარმოების ვაქცინის მეორე დოზა შაბათს გაიკეთა, კვირას კი თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების მხრიდან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

როგორც ირკვევა, მას არ ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემები, გარდაცვალება კი, გულის შეტევის შედეგად მოხდა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ