fbpx
საბერძნეთი

“შვილი წამართვა, შვილიშვილს ვერ წამართმევს” – კაროლაინის დედა ლიდიაზე სრულ მეურვეობას მოითხოვს

კაროლაინის ოჯახი პატარა ლიდიაზე სრული მეურვეობის მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

ტელეკომპანია ΑΝΤ-თან ისაუბრა მათმა ადვოკატმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ალონისოში, მათ ოჯახში ისეთი პირობებია, რომლებიც სრულიად საკმარისია ბავშვის სათანადოდ აღსაზრდელად. ის ციტირებს ქალბატონი სუზანას სიტყვებს: “შვილი წამართვა. თუ შვილიშვილსაც დავკარგავ, ეს ჩემთვის საბოლოო დარტყმა იქნება. შვილიშვილს ვერ წამართმევს.”

ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ორ ოჯახს შორის არსებობს კომუნიკაცია და თუკი ისინი რაიმე შეთანხმებამდე მივლენ, აუცილებლად აცნობებენ ამის შესახებ პროკურორს:

“თუ ასე არ მოხდა, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ მეურვეობა სრულად ბებიას მიენიჭოს. ბავშვი წავა ან ერთ ან მეორე ოჯახში, ის, რასაც ამბობენ სხვადასხვა ობოლთა თავშესაფრებზე, არ შეესაბამება სიმართლეს.”

 

 

onalem

ტესტ