fbpx
საბერძნეთი

ΕΦΕΤ კიდევ ერთი პროდუქტის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს!

საბერძნეთის სურსათის შემმოწმებელი სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იყიდება შემდეგი სახელწოდებით ”Μούσλι φρούτα του δάσους ΒΙΟ (Beeren Müsli)”.

კერძოდ, ΕΦΕΤ-მა მოითხოვა გერმანული წარმოების პროდუქტის (მარცვლეული) გაყიდვებიდან ამოღება. პროდუქტი შეიცავს მოუხდელ რძის ფხვნილს, სოიოს ლეციტინს. ხოლო ეს ყველაფერი მარცვლეულის შეფუთვაზე მითითებული არ არის.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტი იწვევს ალერგიას და მოქმედებს ადამიანის მგრძნობელობაზე.

ეს არის პროდუქტი სავაჭრო ნიშნით “Beeren Müsli”, 750 გრ. ვარგისი  28-5-2018-მდე.

ΕΦΕΤ-მა პროდუქტის სუპერმარკეტების თაროებიდან დაუყოვნებლივ ჩამოღება მოითხოვა. ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ, ვინც ალერგიულია რძის პროდუქტის ან სოიოს მიმართ, ნუ გამოიყენებენ მას.

onalem

ტესტ