fbpx
კულტურასაბერძნეთი

“ოხის” დღე – რას აღნიშნავს საბერძნეთი 28 ოქტომბერს და რაზე თქვეს უარი 81 წლის წინ?!

81 წლის წინ, 1940 წლის 28 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, იოანის მეტაქსამ მკაცრი უარი (“ოხი”) უთხრა იტალიის დიქტატორის, ბენტო მუსოლინის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს, რომ შემოსულიყვნენ საბერძნების ტერიტორიაზე და დაეკავებინათ არასპეციფიკური “სტრატეგიული ტერიტორიები”. ეს ნიშნავდა, რომ პირდაპირ უნდა ჩართულიყვნენ ომში.

უარის მიღებისთანავე იტალია თავს დაესხა საბერძნეთის საზღვრებს და სწორედ ამით დაიწყო საბერძნეთის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. დააკვირდა რა იტალიის ჯარების დამარცხებას საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “ამიერიდან ჩვენ არ ვიტყვით, რომ ბერძნები გმირებივით იბრძვიან, მაგრამ რომ გმირები ბერძნებივით იბრძვიან”.

ომის დასრულების შემდეგ კვიპროსში, საბერძნეთსა და მსოფლიოში არსებულ ბერძნულ საზოგადოებებში 28 ოქტომბერი (“ოხის დღე”) გამოცხადდა ეროვნულ დღესასწაულად.

onalem

ტესტ