fbpx
საბერძნეთი

ხანძარი საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, რომელიც 6 წელია მიტოვებულია

პაპადიმიტრიუს საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დღეს გამთენიის 05:35 საათზე ხანძარი გაჩნდა.

შენობა მელისიაში მდებარეობს და დაახლოებით 6 წელია რაღაც აღარ ფუნქციონირებს. ის თითქმის სრულიად მიტოვებულია.

სახანძრო ბრიგადები ადგილზე სწრაფად გამოცხადდნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი პირველ სართულზე ორ ოთახში იყო გავრცელებული. ალის გაჩენიდან დაახლოებით საათნახევარში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და 07:00 საათისთვის ის სრულიად ჩააქრეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაჩნდა ხანძარი მიტოვებულ შენობაში.

onalem

ტესტ