fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

საბერძნეთი: სტუდენტური ვიზა, ლეგალურად ცხოვრება, განათლება & ბერძნული ენის არ ცოდნა

საბერძნეთში ორი ტიპის უნივერსიტეტი არსებობს: სახელმწიფო & კერძო. რადგან ადამიანების უმეტესმა ნაწილმა ბერძნული ენა არ იცის, სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, რადგან ბაკალავრის აკადემიური პროგრამები მხოლოდ ბერძნულ ენაზე ტარდება და ასევე პოტენციურ სტუდენტს უკვე უნდა ქონდეს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება. რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრა ასე რთულია…

დღეს, ვილაპარაკებ კერძო უნივერსიტეტებზე, სტუდენტურ ვიზაზე და ლეგალურად ცხოვრება-სწავლაზე.

საბერძნეთში მდებარე კერძო უნივერსიტეტები უმეტეს აკადემიურ პროგრამებს ინგლისურ ენაზე ატარებენ. მიზანი ერთია: მოიზიდონ უცხოელი სტუდენტებიც. შესაბამისად, ბოლო 5 წლის მანძილზე, ჩანს, რომ უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლის ტენდეცია იმატებს. ამ უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ქართველებიც.

რა დიპლომებს იძლევიან კერძო უნივერსიტეტები საბერძნეთში?

საბერძნეთში დაახლოებით 30-მდე კერძო უნივერსიტეტია. ყველა მათგანი ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს, რისი მეშვეობითაც, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საბერძნეთში ისწავლონ, თუმცა აიღონ ამერიკული, ინგლისური, ფრანგული ან სხვა ქვეყნის უნივერსიტეტის დიპლომი. ზუსტად იგივე დიპლომი, რომელსაც იქაური სტუდენტები იღებენ.
საბერძნეთის განათლების სამინისტროს მითითებით, აღნიშნული დიპლომები აკრედიტებულია საბერძნეთში (ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში) და ზუსტად იგივე ძალა აქვთ, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს.

ანუ, მე თუ ავიღებ დიპლომს კერძო უნივერსიტეტიდან და შენ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ორივეს დიპლომი ზუსტად იგივე ხარისხისა და ძალაუფლებისაა საჯარო თუ კერძო სექტორიში!

რა უპირატესობები აქვს კერძო უნივერსიტეტს?

  • სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ნებისმიერ აკადემიურ საბაკალავრო პროგრამაზე გამოცდების გარეშე
  • ლექციები ტარდება ინგლისურ ენაზე
  • ჯგუფებში მაქსიმუმ 25-30 სტუდენტია
  • ლექტორები არ აიგნორებენ სტუდენტებს
  • სტუდენტებს შეუძლიათ “დედა” უნივერსიტეტში (ანუ იმ უნივერსიტეტში, რომელთანაც საბერძნეთში მდებარე კერძო უნივერსიტეტი თანამშრომლობს) გააგრძელონ სწავლა
  • არ არსებობს გაფიცვები, უნივერსიტეტის შესასვლელის ჩაკეტვა, პოლიტიკური პარტიები და ა.შ როგორც ეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება
  • უმეტესი კერძო უნივერსიტეტის მეშვეობით, სტუდენტს ბაკალავრის ხარისხი შეუძლია 3 წელიწადშიი აიღოს, ხოლო მაგისტრატურა 1 წელიწადში გაიაროს.

როგორ შეიძლება საქართველოდან პოტენციურმა სტუდენტმა მოიპოვოს სტუდენტური ვიზა?

რადგან კერძო უნივერსიტეტები საბერძნეთში ფასიანია (მათი წლიური გადასახადი 4.000 ევროდან 8.000 მდე მერყეობს), დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თანხები გაქვთ, რადგან ამის დამადასტურებელი საბუთებიც მოგეთხოვებათ!

იმისათვის, რომ საბერძნეთის საელჩომ სტუდენტური ვიზა გასცეს, სტუდენტს სჭირდება:

  • მოწვევა უნივერსიტეტიდან
  • სკოლის ატესტატი (იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრს გაივლის) და უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი (იმ შემთხვევაში თუ მაგისტრატურას გაივლის)
  • ნარკოლოგიური ცნობა
  • კრიმინალური ცნობა
  • ბანკის პირად ანგარიშზე 5.000 ევროს ამონაწერი ან კიდევ პასუხისმგებლობის აღების დამადასტურებელი განაცხადი (იპევთინი დილოსი), სადაც დასტურდება, რომ პირი საბერძნეთიდან მას სწავლას, ცხოვრებას და ჯანდაცვას დაუფინანსებს.
  • ინგლისური ენის საერთაშორისო დამადასტურებელი საბუთი – Ielts b2 level

როგორც კი სტუდენტს ეს ყველაფერი მზად ექნება, საელჩოში ნიშნავს შეხვედრას და შეხვედრიდან მომდევნო 3-4 დღეში იღებს სტუდენტურ ვიზას, რომელსაც 3 თვე ექნება ვადა.

როგორც კი საბერძნეთში ჩამოვა, სტუდენტმა უნდა მიიტანოს სტუდენტური ვიზა პერიფერიაში, იქ კი აიღებს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთს (ადია დიამონის) სწავლის მიზნით!

რას მოითხოვს საბერძნეთის საჯარო უწყება – პერიფერია?

  • უნივერსიტეტის დამადასტურებელ საბუთს, რომ აღნიშნული პირი უკვე რეგისტრირებულია
  • მის პირად ბერძნულ ბანკში უნდა ქონდეს 5.000 ევრო ან კიდევ პასუხისმგებლობის აღების დამადასტურებელი განაცხადი (იპევთინი დილოსი), სადაც დასტურდება, რომ პირი საბერძნეთიდან მას სწავლას, ცხოვრებას და ჯანდაცვას დაუფინანსებს.
  • ჯანდაცვის დაზღვევა
  • სახლში რეგისტირება/ჩაწერა
  • ინგლისური ენის საერთაშორისო დამადასტურებელი საბუთი – Ielts b2 level

ასე რომ, თუ გსურთ ჩამოხვიდეთ სასწავლებლად საბერძნეთში, თუმცა ბერძნული ენა არ იცით, ეს პრობლემა არ არის!

ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი, City Unity College, რომელიც ათენში მდებარეობს, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობს. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ ქართველს სწავლის გადასახადზე -40% ფასდაკლება ეკუთვნის.

თუ გსურთ რომ იხილოთ დეტალები აღნიშნულ უნივერსიტეტზე (რა აკადემიური პროგრამები აქვს, რა გადასახადები და ა.შ), გთხოვთ დააჭიროთ აქ