fbpx
საბერძნეთი

პოლიციის ახალი ოფიცრები ყველა უბანში?! საბერძნეთის მთავრობის ახალი ზომა

საბერძნეთის მთავრობისთვის უდიდეს პრობლემას ახლა სკვერებში გამართული წვეულებები და ხალხით გადატვირთულობა წარმოადგენს. პოლიცია სიტუაციაში არ ერევა, რადგან მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი გადაიქცევა ნეა სმირნის მსგავს დაპირისპირებად, რასაც შესაძლოა მსხვერპლიც კი მოჰყვეს. ამიტომ, როგორც ბალასკასი აცხადებს, პოლიცია ხელფეხშეკრულია.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის სასახლეში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს აღნიშნული მწვევე საკითხი და მთავრობა მხოლოდ ერთ გამოსავლამე მივიდა – ყველა უბანში განთავსდეს პოლიციის ჯგუფი, ΟΔΟΣ, რომელიც არის შეუიარაღებელი.

ეს არის ყველაზე რბილი იარაღი, რომელიც ამ დროისთვის მთავრობას გააჩნია – ოფიცრები, ლურჯი ფორმებით, იარაღის გარეშე, რომლებიც გააკონტროლებენ სიტუაციას შეძლებისდაგვარად და საზოგადოებას მოუწოდებენ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ.

“ჩვენ არ გვინდა ხალხთან კონფლიქტი. მთავარია იყოს ხშირი პატრულირება და მოქალაქეებამდე ჩვენი მესიჯი მივიტანოთ მშვიდობიანი ფორმით,” განაცხადეს საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლებმა.

ამრიგად, შესაძლოა უახლოეს დღეებში ათენის უბნებში ΟΔΟΣ-ის ოფიცრები ვიხილოთ, რომლებიც იარაღს არ ატარებენ.

onalem

ტესტ