fbpx
კატეგორიის გარეშე

სერიოზული ინციდენტი ათენის საავადმყოფოში: წყვილი Attikon-ში შეიჭრა და პერსონალი დაარბია

ბერძნული მედია სერიოზული ინციდენტის შესახებ იუწყება, რომელიც საავადმყოფო Attikon-ში მოხდა. ერთ-ერთი კოვიდ-პაციენტის ნათესავი, თავის მეგობართან ერთად შიგნით შეიჭრა და პერსონალი დაარბია, შეურაცხყოფა მიაყენა და დასცინა ექიმებსა და ექთნებს.

ირკვევა, რომ ისინი კორონავირუსის არსებობას არ აღიარებენ და საავადმყოფოს პერსონალი დაანადაშაულეს არაადეკვატურ ქცევაში.

“საავადმყოფოები ტყუიულად “ნათლავენ” ხალხს კოვიდ-პაციენტებად.” “მათ პალატებში კეტავენ, სრულიად უმიზეზოდ.” “ხალხს იტაცებენ და პალატებში ყურადღებას არ აქცევენ, არც ნათესავებს ატყობინებენ, სად და როგორ არიან” – ეს ყველა ის ფრაზაა, რომლებსაც საავადმყოფოში შეჭრისას ყვიროდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ისინი ტელეფონებით ვიდეოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელშიც განათავსეს, თუმცა, ცხადია, ამ დროისთვის ეს ვიდეოები უკვე წაშლილია.

მომხდართან დაკავშირებით საავადმყოფოს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მაქსიმალურად გმობს მსგავს ქმედებას და ძალიან სერიოზულად მიუდგებიან აღნიშნულ საკითხს.

 

onalem

ტესტ