fbpx
კატეგორიის გარეშე

დრამატული კადრები ახარნესიდან: მოხალისემ კვამლისგან გონება დაკარგა, იწვის მერობის კანდიდატის სახლიც

ახარნესის, განსაკუთრებით კი, აგია პარასკევის ტერიტორიაზე, ურთულესი ვითარებაა. სახლები იწვის, ადამიანები კი, რომლებიც მათ გადარჩენას ცდილობენ, გონებას კარგავენ, რადგან გარდა იმისა, რომ უშუალოდ ცეცხლი საფრთხეს წარმოადგენს, ცალკეული პრობლემაა კვამლი, რომლითაც იქაურობა გაჟღენთილია.

ერთ-ერთი სახლი, რომელიც ფერფლად იქცა, სწორედ ახარნონის მერობის კანდიდატს, ხრისტოს ილიადის ეკუთვნის. მისი განმარტებით, ეს ტერიტორია ბოლო 4 წლის მანძილზე უკვე მეორედ არის მსგავსი ვითარების მსხვერპლი, ეს ყველაფერი კი, ადამიანის ხელით არის გამოწვეული, ნებით თუ უენბლიედ.

მეორედ მხრივ, ვრცელდება კადრი, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოხალისის დახმარებას, რომელმავ კვამლის გამო გონება დაკარგა. ის არ არის პროფესიონალი მეხანძრე, მაგრამ საკუთარი ძალებით მაქსიმალურად ცდილობდა, რაიმე გაეკეთებინა ადგილობრივებისთვის.

onalem

ტესტ