fbpx
საბერძნეთი

ხანძარი პარნითაზე: ადგილზე ქარის ძალა 7 ბალს აღწევს, მენიდში დამწვარია სახლები, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პარნითაზე მძვინვარე ცეცხლი კვლავ მთისკენ ვრცელდება და როგორც ვასილის კიკილიასი აცხადებს, მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

ცნობილია, რომ მენიდში დამწვარია სახლები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აგია პარასკევის დასახლების ევაკუაცია, ხალხი ასევე გაჰყავთ კაპოტასა და ლეფანტოს ტერიტორიებიდან. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ქარი, რომლის ძალაც ადგილზე 7 ბალს აღწევს, შესაბამისად, მეხანძრეებს ეს სერიოზულ წინაღობას უქმნით.

იხილეთ ვითარება, რომლის კამერაზე აღბეჭდვაც ჟურნალისტებმა მოახერხეს, რადგან პოლიცია მათაც მოუწოდებდა ადგილის დატოვებისგენ:

onalem

ტესტ