fbpx
საზოგადოება

ნავპლიო: ტურისტს, რომელიც ძველ ქალაქში სეირნობდა, თავში მოულოდნელად ქვაბი მოხვდა

წარმოუდგენელი შემთხვევა ნავპლიოში მოხდა, სადაც ტურისტი სერიოზულად დაშავდა. საუბარია თესალონიკელ ტურისტებზე, წყვილზე, რომელიც ნავპლიოს ძველ ქალაქში სასეირნოდ გავიდა და მამაკაცს სრულიად მოულოდნელად თავში, არც მეტი არც ნაკლები, ქვაბი მოხვდა.

ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა და მამაკაცს, რომელიც მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მიუხედავად ამისა, ცხადია, ქვაბის დაცემისგან მიყენებული დაზიანება საკმაოდ სერიოზული იყო და საჭირო გახდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ და შესაბამისი გამოკვლევები ჩასტარებოდა.

როგორც გაირკვა, ქვაბი მეორე სართულიდან გადმოვარდა, ქალი კი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, განმარტავს, რომ ვინაიდან ჯანრები ღია ჰქონდა, ქარმა ძლიერად დაუბერა და ერთ-ერთი მათგანი მიიხურა, სწორედ იმ რაფაზე იდგა ქვაბიც, რომელიც ფანჯრის დახურვისას გადავარდა და უიღბლო ტურისტს დაეცა თავში.

 

onalem

ტესტ