fbpx
საზოგადოება

კალამატა: ცხვრებმა გზაზე დაყრილი 200 კგ მარიხუანა შეჭამეს

მწყემსი გაოცებული იყო თავისი ცხვრების ქცევებით, მას შემდეგ, რაც ისინი კალამატაში, ერთ-ერთ ტყეში წაიყვანა.

კიცოს ანდრეადი, რომელსაც ცხოველების ფერმა აქვს, ხედავდა, რომ ცხვრები ჩანთებში იქექებოდნენ, რომლებიც პირდაპირ შუა გზაზე იყო დაყრილი.

“მე გამიკვირდა, რომ ისინი ნაგვისკენ მიდიოდნენ, რადგან თავიდან მეგონა, რომ ნამდვილად ნაგავი იყო. თუმცა, როცა ახლოს მივედი, უცნაური სუნი ვიგრძენი და მივხვდი, რომ ეს მარიხუანა იყო.”

პოლიციის ოფიცრებმა ჩანთები აიღეს და ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ისინი, რადგან ცხვრებმა, ფაქტობრივად, მთელი რაოდენობა, 200 კგ-მდე მარიხუანა შეჭამეს.

მწყემსმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას მედიას ხორცის ხარისხის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

 

onalem

ტესტ