fbpx
საბერძნეთი

აღდგომა კვლავ შეზღუდვებით – კირიაკოს მიცოტაკი სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს შეხვდა

კირიაკოს მიცოტაკი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს შეხვდა და განიხილეს აღდგომას ეკლესიების ფუნქციონირების საკითხი.

ტელეკომპანია Mega-ს ცნობით, მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მოსალოდნელ დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსავალი ნაპოვნია, მაგრამ ფაქტობრივად გამორიცხავს, რომ აღდგომას სოფლებში წასვლა დაშვებული გახდეს. იერონიმემ აღნიშნა, რომ აღდგომას ლიტანიობა ეკლესიების გარშემო გაიმართება.

ექსპერტთა ჯგუფი მხარს არ უჭერს ზომების მოხსნას მაისის თვემდე, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქუჩის შეკრებები, რამაც შესაძლოა კაფეების და ტავერნების გახსნა დააჩქაროს.

პროფესორთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ სოფლების მიმართულებით წასვლა აღდგომას სწრაფი ტესტების შედეგების საშუალებით შეიძლება იყოს დაშვებული, თუმცა, ეს მხოლოდ იდეად რჩება და დაზუსტებით არ არის ცნობილი, რამდენად განხორციელდება.

არსებობს ზოგადი გეგმა და ვარაუდი, მაისის თვეში სხვადასხვა დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით:

  • 10 მაისს მოსალოდნელია, რომ გაიხსნას დაწყებითი და საშუალო სკოლები, კაფეები და რესტორნები, საბავშვო გასართობი ცენტრები.
  • 14 მაისს გაიხსნება ტურიზმი
  • 19 მაისს, სავარაუდოდ, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ესთეტიკური ცენტრები, საგანმანათლებლო-მოსამზადებელი ცენტრები, თუმცა, მხოლოდ უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის.
  • 26 მაისიდან მოსალოდნელია, რომ მაღაზიებში სიარული დასაშვები იყოს Click Away-სა და Click Inshop-ის გარეშე.

onalem

ტესტ