fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

საქართველოს ულამაზესი ქართველი ქალების ნაცვლად ჩადრიანი ქალები ამშვენებენ

”გუშინ ჯგუფში სტატუსი დავდე, ემიგრანტ ქალბატონებს მოვუწოდე დაედოთ თავიანთი ფოტოები…. გვქონდა რაღაც ჩანაფიქრი .. მაგრამ ჩანაფიქრი ვიღას გაახსენდა …საოცრება მოხდა. 1 000 -მდე ფოტო დაიდო და თავი სიზმარში ან ზღაპარში მეგონა…. საიდან ამდენი ულამაზესი ქალი…

თვალცრემლიანი ფოტოებს ვათვალიერებდი და ხელები მიკანკალებდა…. ქალბატონები, რომლებიც საქართველოს უნდა ამშვენებდნენ … უცხო ქვეყანაში უსტატუსოდ არიან და ამ დროს საქართველო აივსო უცხო ქვეყნის ჩადრიანი ქალებით. ულამაზესები, ჭკვიანები, განათლებულები და რამდენჯერმე უთქვამთ ბერძნებს, თქვენ ისეთი განათლებულები ხართ, ნუთუ თქვენი შესაფერი ადგილი საქართველოში არ არსებობსო? ჩვენთან ევროპის დონეზე მხოლოდ მარალჩინოსნების ხელფასები, პრემიები და მათი ცხოვრების დონეა. თორემ უბრალო ხალხი ისევ ძველ დროზე უარესად არის. როცა (უკაცრავად) მაძღარი ხარ სხვის შიმშილს ვერ იგრძნობ…

დაბრუნდითო…..შექმენით საქართველო ევროპის დონეზე..სამუშაო ადგილებით და ხელფასებით და დავბრუნდებით….! მოიცადეთო…სადამდე…? სანამ თქვენი ჯიბეები აივსება? მერე სხვა მოვა და მისი ჯიბე…ამასობაში უბრალო ხალხს სული გაგვძვრება…! ამ ულამაზესი ქალბატონების ფოტოების დანახვა თვალს უხარია და გულს ამძიმებს… მაგრამ ერთი საერთო რაც აქვთ თვალებია… ყველას თვალები სავსეა მონატრებით….შიშით.. მომავლის შიშით… სიყვარულის და ბედნიერების ნაპერწკალსაც ვერ იპოვით მასში…!

ყველაფერს იტანენ იმისთვის ,რომ თავიანთი შვილები გახარებულები და უზრუნველყოფილები იყვნენ! საქართველოს მთავრობავ, თუ თქვენი ცხოვრების დონე გაუტოლეთ ევროპის დონეს, უბრალო ხალხზეც ცოტა მეტი იზრუნეთ. მარტო უცხოური სერიალებით ხალხის დაშტერება არ კმარა. ქართველმა ქალმა უცხოეთშიც კი შეინარჩუნა თავის ნამდვილი ღირსება და სახე. საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის კითხვაზე: რა სიტუაციაა მანდ? პასუხი: არც იფიქროთ დაბრუნება, შიმშილით მოკვდებით და ოჯახებსაც დაღუპავთო…..მოვითმინოთო.. სადამდე უნდა მოვითმინოთ? სანამ ამათი ჯიბები გაივსება? მერე სხვა მოვა და მათი…ამასობაში სულიც გაგვძვრება ან ჩვენ გავხდებით მოსავლელები და ისევ ახალი ნაკადი ემიგრაციაში…

რა აქვს სატრაბახო ქვეყანას ვისაც მილიონობით ემიგრანტი ჰყავს.. ეს იმ ოჯახის უფროსს გავს 6 შვილიდან 4 საშოვარზე გაგდებული ყავს და ამაყად თავს იწონებს სადღეგრძელოთი.. ჩემს ერთად შეკრულ ოჯახს გაუმარჯოსო. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ულამაზესო…მშვენიერო ემიგრანტო ქალბატონებო! თქვენ ყველა გამარჯვებული და უმაღლესი შეფასების ღირსი ხართ და ყველამ უმაღლესი შეფასება მიიღეთ სილამაზით, მოთმინებით, გამძლეობით. აფერუმ თქვენ ულამაზესო ემიგრანტო ქალბატონებო…!”

მანანა კვირიკაძე საბერძნეთიდან!

onalem

ტესტ