fbpx
საზოგადოება

წყალდიდობა კავალასა და სტრიმონიკოს ყურის სოფლებში

სტრიმონიკოს ყურის ორი სოფლის მაცხოვრებლებმა ძლიერი წვიმისა და წყალვარდნის გამო რთული ღმე გადაიტანეს. მოვარდნილი წყლის სათავე კერდილიის მთებში იყო.

ვრასნასა და სტავროს სოფლებში არსებული მდგომარეობის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ სახანძრო ბრიგადამ 200-ზე მეტი ზარი მიიღო წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით და 28 ადამიანის გადარჩენა მოუხდა.

გადარჩენილებს შორის ერთი ფეხმძიმე ქალი და ერთი 10 თვის ჩვილი იყო.

რთული ღამე იყო ასევე კავალაში, კერძოდ ხრისუპოლიში, სადაც სახანძრომ 120 ზარი მიიღო წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილზე 9 სახანძრო მანქანა და 18 მეხანძრე იმყოფებოდა.

onalem

ტესტ