fbpx
საზოგადოება

22 წლის ბერძენმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა

გლოვა და კითხვები 22 წლის ჯარისკაცთან დაკავშირებით რომელიც კუნძულ როზე მსახურობდა. მისი დედა დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბრობს.

როგორც ცნობილი გახდა, 22 წლის კრეტელმა, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, თავის თავს იარაღი მიუშვირა და თანამშრომელი ჯარისკაცის თვალწინ გაისროლა.

გუშინ, კერძოდ, დილის 08:40 საათზე, ბიჭმა, რომელსაც სერიოზული კარიერული გეგმები და ოცნებები ჰქონდა ტურიზმის სფეროში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

22 წლის ბიჭი წლის ბოლოს თავისუფლდებოდა ჯარიდან და თანამშრომლებთან ერთად გეგმავდა დასავლეთ ევროპის ქვეყანაში წასვლას და იქ სასტუმროში მუშაობას.

არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკის, მიხაილ ფსარომიხალაკისის განცხადებით, “გუშინდელი გამოძიებით, თვითმკვლელობის ამხსნელი არც გარემოება ჩანს, არც რაიმე წერილი არსებობს, რომ ხსნიდეს”.
ერთეულის მეთაურის თქმით, მას არ ეტყობოდა, რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონოდა ჯანმრთელობის ან ქცევის მხრივ.

გარკვეული ინფორმაციის მიხედვით, ერთი თვის წინ გარდაიცვალა ჯარისკაცის ნათესავი, რომელთან ერთადაც ბავშვობიდან იზრდებოდა. ის ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანი იყო მისთვის. მას შემდეგ, creative.gr-ის მიხედვით, იგი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იყო, თუმცა არ ეტყობოდა, რომ თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.

მისი ცხედარი არმიის ვერტმფრენით როდოსზე, ექსპერტიზისთვის გადაასვენეს.

გარდაცვლილის დედამ განცხადებით მიმართა პროკურორს და აღნიშნა, რომ მისი შვილის გარდაცვალება საეჭვო პირობებში მოხდა.

ექსპერტიზასდაესწრებიან: ოჯახის ტექნიკური კონსულტანტი და ირაკლიოს სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელი, ელპიდა სპანუდაკი, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა კრიმინალურ ქმედებას და არა თვითმკვლელობას.

onalem

ტესტ