fbpx
საზოგადოება

35 წლის ბერძენი პოლიციას დრონის ჩამოგდებით ემუქრებოდა, თუკი ხორცის შეწვის დროს შეაწუხებდნენ

როგორც მამაკაცი დაკავების შემდეგ აცხადებდა, კარანტინმა ჭკუიდან გადაიყვანა და სწორედ ამის გამო დაემუქრა პოლიციას. ასევე, ის არაფერს გულისხმობდა იქიდან, რაც გამოქვეყნებულ მუქარაში იყო აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 ბერძენმა დაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთის პოლიციის დრონი მისი ეზოს თავზე გადაიფრენდა და ხორცის შეწვის დროს ოჯახს შეაწუხებდა, ბავშვების თანდასწრებით ამ დრონს ცეცხლს გაუხსნიდა და დაბლა ჩამოაგდებდა.

ვოლოსელი მამაკაცი ასევე აღნიშნავდა, რომ თუკი დღესასწაულის აღნიშვნისას ხელს შეუშლიდნენ, ეს ოფიცრების სიცოცხლის ბოლო დღე იქნებოდა.

როდესაც პოლიციამ მისი მუქარა წაიკითხა, გამოძიება დაიწყო და მის სახლში ორი თოფი და ტყვიები იპოვეს. მას სთხოვეს აეხსნა, თუ რას გულისხმობდა ამ ყველაფერში, თუმცა, ოფიცრების თანდასწრებით მამაკაცმა ყველაფერი უარყო და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარანტინის გავლენით ახსნა.

ის საბოლოოდ გაათავისუფლეს, თუმცა, საქმე დანაშაულის ჩადენის მუქარის და მოქალაქეების სიმშვიდის დარღვევის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ