fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დიდი ფასდაკლებები იწყება – როდის წავიდეთ საყიდლებზე?!

სააღდგომო უქმეებისა და 1 მაისის შემდეგ, რომელიც ასევე დასვენების დღეა, საბერძნეთში დიდი ფასდაკლებების ციებ-ცხელება იწყება. როდის შევძლებთ ყველაზე სასურველი ნივთების ყველაზე დაბალ ფასად შეძენას?!

გავრცელებული ინფორმაციით, 2 მაისიდან, ხუთშაბათიდან, მაღაზიებში ფასდაკლებები იწყება და 15 მაისამდე გასტანს.

თითოეული სავაჭრო დაწესებულება ვალდებულია, რომ მიუთითოს როგორც ძველი, ასევე ახალი ფასი კონკრეტულ პროდუქტზე, რათა კლიენტისთვის გასაგები იყოს, თუ საიდან მოხდა ფასის კლება.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიები ღია იქნება კვირას, 5 მაისსაც და იმუშავებენ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ