fbpx
საზოგადოება

ომონიიდან ემიგრანტმა მშობლებმა 2 წლის ბავშვი დაკარგეს – საქმეში ჩართულია პოლიცია

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 30 აპრილს, ომონიიდან 2 წლის ბავშვი გაუჩინარდა.

როგორც ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” წარმომადგენლები იუწყებიან, ემიგრანტების ოჯახი ომონიაზე, ერთ-ერთ პატარა ბინაში ცხოვრობს და სწორედ იქიდან დაკარგეს შვილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი სირიიდან არიან და საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებიან.

საქმეში ჩართულია პოლიციაც და მშობლები სასოწარკვეთილები ითხოვენ, თუკი ვინმემ რამე იცის მცირეწლოვნის შესახებ ან სადმე შენიშნავს, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე 116000, 24 საათის რეჟიმში.

2 წლის ბიჭი 0.80 მეტრის სიმაღლისაა და 15 კგ-ს იწონის.

გაუჩინარებისას ეცვა ნაცრისფერი ჟაკეტი, ნარინჯისფერი ქუდით, შავი შარვალი და იყო ფეხშიშველი, რადგან სახლში იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ