fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის საავადმყოფოში პაციენტმა პოლიციელს იარაღი წაართვა და თავი მოიკლა

უპრეცენდენტო შემთხვევა პატრასში, რიოს საავადმყოფოში მოხდა. მამაკაცი იქ თავდაპირველად მცირე დაზიანებით მოათავსეს, რომელიც ფეხის არეში ჰქონდა მიღებული, თუმცა, საბოლოოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კერძოდ, ბერძნული მედიის ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. პოლიცია მეზობელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც მან საკუთარი სახლი ნახევრად შიშველმა დატოვა და ასეთ მდგომარეობაში დადიოდა სამეზობლოში (ქსეროლაკა). ოფიცრებმა ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ მამაკაცს დაზიანება ჰქონდა, რადგან მისი საცხოვრებელი სახლი მთიან რეგიონშია და იქ მოძრაობისას ფეხი დაუსხლტა და გადმოვარდა.

ის დაუყოვნებლივ რიოს საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც, მას შემდეგ, რაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მან ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც გვერდით ეჯდა, იარაღი ამოაცალა და თავი მოიკლა.

როგორც ცნობილია, ტყვია თავის არეში მოხვდა და მიუხედავად ქირურგიული ჩარევისა, მალევე დაიღუპა.

დაკავებულია პოლიციელიც, რომლის იარაღიდანაც სროლა განხორციელდა.

საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ ინციდენტი შეიძლებოდა უფრო ტრაგიკულადაც დასრულებულიყო, რადგან ამ დროს იქ ბევრი სხვა პაციენტი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

onalem

ტესტ