fbpx
კულტურასაბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: მამაკაცმა თანხა არ გადაიხადა, შემდეგ კი იარაღით დაბრუნდა

თესალონიკში უცნაური კრიმინალური ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ კაფე-ბარში კლიენტმა სასმელი მიირთვა, ხოლო თანხა არ გადაიხადა და ბარის ტერიტორია დატოვა. ცოტა ხნის შემდეგ კი, იარაღით დაბრუნდა და სრულიად მოულოდნელად, კაფე-ბარის მიმართულებით სროლა დაიწყო.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 34 წლის მამაკაცი მოგვიანებით კარაკასის ქუჩაზე დააკავეს. აღნიშნული შემთხვევა კვირას, დილის 06:15 საათზე მოხდა. მან დაახლოებით ოთხჯერ გაისროლა და ბარის ფანჯრები სრულიად ჩაამსხვრია. აღინიშნება სერიოზული მატერიალური ზარალი.

პოლიცია მომსახურე პერსონალმა გამოიძახა, რომელიც მომხდარისგან შოკში იყო, თუმცა, არავინ დაზიანებულა. მამაკაცი ხარილაუს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ