fbpx
საზოგადოება

ბერძენი მსახიობის ძმა, რომელსაც 8 მარტის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ბერძენი მსახიობის, დიმიტრის ანთის ძმას, სტათის ანთის 8 მარტის შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ. რამდენიმე ხანში, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, დევონში, იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც ძალიან ჰგავდა ანთის, თუმცა, ბრიტანელი სამართალდამცველები თავდაპირველად ვერ ადასტურებდნენ, რომ ნაპოვნი ცხედარი მას ეკუთვნოდა.

ცხადია, ოჯახმა იცოდა, რომ ის ინგლისში იმყოფებოდა, მაგრამ 8 მარტის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა და სწორედ ამიტომ გამოცხადდა მასზე ძებნა.

მისი ერთ-ერთი ძმა ადასტურებდა, რომ ცხედარზე აღმოჩენილი სვირინგი ჰქონდა მის ძმასაც, ამიტომ, დიდი ვარაუდით გვამი სწორედ მას ეკუთვნოდა. მეორე ძმას, მსახიობ დიმიტრის სტათის მიცემული ჰქონდა დნმ-ის ნიმუში, რომელიც ნაპოვნი ცხედრისთვის უნდა შეედარებინათ და საბოლოოდ დადასტურდა, მათი იდენტურობა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყანაში, ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დაიღუპა.

წინასწარი ცნობებით, საქმეს არ იძიებენ, თვითმკვლელობის მუხლით, არამედ განიხილება განზრახ მკვლელობის შესაძლებლობა.

onalem

ტესტ