fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინის მოწინააღმდეგეები სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მათ ვერ შევუთანხმდებით” – ათანასიოს ექსადაკტილოს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პროფესორებმა, დიმოსთენის სარიიანიმ და ათანასიოს ექსადაკტილომ ისაუბრეს. სარიიანის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღის დროს დაავადდება 50.000-დან 70.000 ბავშვამდე და მათი დაახლოებით 2%-4% მძიმე მდგომარეობაში იქნება.

“ამ ეტაპისთვის გვაქვს გარკვეული რეგრესი, მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კვლავ დაფიქსირდება ზრდა, შედარებით უმნიშვნელო, თუმცა, ნოემბრის შუა რიცხვებამდე, ყოველდღიური მონაცემები იქნება 3.000-4.000,” განაცხადა სარიიანიმ.

მეორეს მხრივ, ათანასიოს ექსადაკტილომ განმარტა, რომ თუ საჭირო გახდება, სკოლებში განხორციელდება “50+1” პროტოკოლი, რაც ნიშნავს, რომ კლასში ბავშვების ნახევარზე მეტი თუ დაინფიცირდება, ეს განყოფილება საერთოდ დაიხურება. მაგრამ პროფესორმა ისიც დასძინა, რომ საზღვარგარეთ ჯერ მსგავსი მაგალითები არ ფიქსირდება.

“რაც შეეხებათ პანდემიის უარმყოფელებს და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, ისინი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენენ, თავად პანდემიის მართვის თვალსაზრისით და პარალელურად, რაც ყველაზე უარესია, არ არსებობს მათთან კომუნიკაციის საშუალება. ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით, რადგან ისინი სრულიად სხვა ენაზე საუბრობენ და ყველა ინსტრუქცია და რეკომენდაცია, რომელსაც ექსპერტები გასცემენ, დამახინჯებულია მათ მიერ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ