fbpx
საბერძნეთი

“ღიად ვტოვებთ შესაძლებლობას, რომ საშობაოდ მოსახლეობამ დამატებითი დახმარება აიღოს” – კოსტას ხაძიდაკის

კონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა შესაძლებლობაზე, რომ საშობაოდ მოსახლეობამ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მისმა მოწყვლადმა ნაწილმა, დამატებითი დახმარება/შემწეობა აიღოს.

მინისტრს კონკრეტულად არ განუმარტია, თუ რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, მაგრამ განაცხადა, რომ ბიუჯეტში არსებობს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ სავარაუდოდ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებმა საშობაოდ მიიღონ გადაუდებელი დახმარების პაკეტი.

ხაძიდაკიმ ასევე ისაუბრა თვითდასაქმებულებზე და აღნიშნა, რომ ცვლილებები გადასახადებთან დაკავშირებით ამოქმედდება, ვინაიდან არ შეიძლება დამსაქმებელი გაცილებით “ღარიბი” იყოს, ვიდრე მისი თანამშრომელი, როგორც ეს საშემოსავლო დეკლარაციაში ჩანს.

“ინფლაცია 2022 წელთან შედარებით შემცირებულია, საბერძნეთი გაცილებით დაბალ პროცენტულ მაჩვენებელზე იმყოფება, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები. სწორედ ამიტომ არ შეიძლება დავაიგნოროთ, სურსათზე არსებული მაღალი ფასები,” ამბობს ხაძიდაკი.

onalem

ტესტ