fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში სიძვირე თავის ზენიტშია – ზეითუნის ზეთი 1 თვეში 14,1%-ით გაძვირდა

საბერძნეთის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ოჯახები მომდევნო თვეებშიც არ ამოისუნთქებენ სიძვირისგან, რადგან სურსათის მომწოდებლები ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. შესაძლოა ზრდა იყოს ნაკლები ინტენსივობის, მაგრამ ეს მაინც არ არის სახარბიელო ინფორმაცია.

ბოლო 6 თვეში ოქტომბრის თვეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, როდესაც 3,4%-ს მიაღწია, რეალურად კი, მთელი 2023 წლის მანძილზე საშუალო მაჩვენებელი იყო 4,4%.

ΕΛΣΤΑΤ-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ თვეში ალკოჰოლური სასმელების ფასმა 9,9%-ით მოიმატა, ზეთი გაძვირდა 14,1%-ით, რაც მხოლოდ ერთ თვეში უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია, ხორცის ფასი გაიზარდა 8,3%-ით, ბოსტნეულის კი, 12,3%-ით.

საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები, რათა შეებრძოლოს არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად რეალური მიზეზია ინფლაცია ფასების მომატების კუთხით, როცა ინფლაცია საბერძნეთში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით მაღალი, ვიდრე თუნდაც დიდ ბრიტანეთში, რომ აღარ ვისაუბროთ ევროკავშირზე.

სუპერმარკეტებში უკვე ვხვდებით სპეციალურ აბრებს (5%), რომლებიც გულისხმობენ კონკრეტულ პროდუქტებზე 5%-იან კლებას მომდევნო 6 თვის მანძილზე, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოუტანა თუ არა გარკვეული შვება აღნიშნულმა ცვლილებამ საბერძნეთის მოსახლეობას.

 

onalem

ტესტ