fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებენ დღეს, 13 ივნისს, მაღაზიები, სუპერმარკეტები, საჯარო ტრანსპორტი?

დღეს, 13 ივნისს, საბერძნეთში საჯარო სექტორი ისვენებს. ეს ნიშნავს, რომ დაკეტილი იქნება ყველა საჯარო უწყება და ბანკები.

რაც შეეხება მაღაზიებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ყველგან, გარდა შემდეგი ტერიტორიებისა, სადაც დაკეტილი იქნებიან:

თესალონიკი, პატრა, ლარისა, ტრიკალა, კომოტინი, ნავპლიო, მიტილინი, სერეს.

სუპერმარკეტები იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.

საჯარო ტრანსპორტოს მოძრაობის თვალსაზირისით ათენში მოსალოდნელია ცვლილებები, კერძოდ, ΣΤΑΣΥ-ს მიხედვით, 13 ივნისს მეტრო და ტრამვაი შემდეგნაირად იმოძრავებენ:

მეტროს 1-ლი ხაზი (ილეკტრიკო/ტრენო) იმოძრავებს ყოველ 10,5 წუთში ერთხელ.

მე-2 და მე-3 ხაზი 06:00 საათიდან 17:30 საათამდე იმოძრავებს ყოველ 5 წუთში ერთხელ, 17:30 საათიდან ყოველ 6 წუთში ერთხელ, ხოლო 20:00-დან 00:20 საათამდე ყოველ 10 წუთში ერთხელ.

აეროპორტიდან და აეროპორტამდე მოძრაობის სიხშირე არ შეიცვლება.

ტრამვაი 05:30 საათიდან 22:00 საათამდე იმოძრავებს ყოველ 12 წუთში ერთხელ, ხოლო 22:00 საათიდან 00:30 საათამდე ყოველ 15 წუთში ერთხელ.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, არ დაფიქსირდება ცვლილებები ტროლეიბუსებისა და ავტობუსების მოძრაობის სიხშირესთან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ