fbpx
საბერძნეთი

ნეო ვუძაში ხანძრის დროს მარათონას მერის, ილიას ფსინაკის სახლიც დაიწვა (ფოტოები)

ეროვნულ ტრაგედიას ვერ გადაურჩა ვერც მაღალჩინოსანთა ქონება. ცნობილი გახდა, რომ ნეო ვუძაში დაიწვა მარათონას მერის, ილიას ფსინაკის მდიდრული სახლის ტერიტორიაც. ბევრი მცდელობის მიუხედავად, სახეზე უმძიმესი შედეგები გვაქვს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ცეცხლმა ფსინაკის სახლს მიაღწია და მისი შემოგარენი და აუზის ტერიტორია გაანადგურა, თუმცა, თავად სახლი სრულად დამწვარი არ არის.

როგორც მერი აცხადებს, მის სახლს, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი რამდენიმე წამში წაეკიდა:

“დედაჩემმა სამზარეულოდან სალონში გასვლაც ვერ მოასწრო. ქარის ძალა 8 ბალი იყო და რასაც ხედავთ, წამებში დაიწვა. რაიმეს გატანა ვერ მოვასწარით, მხოლოდ ვცდილობდით, არ დავმწვარიყავით.”

 

onalem

ტესტ