fbpx
საბერძნეთი

დააკავეს ათენის ტროლეიბუსის მძღოლი, რომელიც იარაღს ატარებდა – პოლიციას მგზავრმა შეატყობინა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში მოხდა, დრაპეცონას მიმართულებით მოძრავი ტროლეიბუსის მძღოლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, გვიან ღამით ტროლეიბუსში მამაკაცი ავიდა, რომელმაც შენიშნა, რომ მძღოლი ტრანსპორტს მართავდა და თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან პოლიციას შეატყობინა და ადგილზე ΔΙΑΣ-ის ოფიცრები მობილიზდნენ. მათ ჩაუტარეს ფიზიკური შემოწმება და იარაღი ამოიღეს.

ოფიცრებმა მძღოლი დააკავეს, თავად კი, აცხადებს, რომ იარაღი საკუთარი თავის დასაცავად დაჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ ხშირია მძღოლებზე თავდასხმის ფაქტები, მათი უსაფრთხოება რეალურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულს არ ამართლებს, ზოგადი თვალსაზრისით, მძღოლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას არ არიან დაცულები.

onalem

ტესტ