fbpx
საბერძნეთი

კუნძულ მიკონოსზე უკანონოდ დაგებულ ცემენტს სანაპიროდან აღებული ქვიშით მალავენ

კუნძულ მიკონოსზე არსებული უკანონობების შესახებ მითები დადის, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ამბავი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

კერძოდ, ტელეკომპანია ΑΝΤ-ის სიუჟეტის მიხედვით, პანორმოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სანაპირო ბარში უკანონოდ დაგებული ცემენტის დასამალად სანაპიროს ქვიშას იყენებენ. სანაპიროდან აგროვებენ და შემდეგ ცემენტზე ყრიან, რომ არ გამოჩნდეს.

ტელეკომპანიამ აღნიშნული კანონდარღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო, თუმცა, გამომგზავნის ვინაობა უცნობია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ კონკრეტულ სანაპირო ბარში აღმოჩენილი სხვა დარღვევების გამო, იქაურობის დაკეტვის ბრძანება გაიცა გარკვეული პერიოდით, თუმცა, როდესაც ეს ვადები გავიდა და უნდა გახსნილიყო, მორიგი საჩივარი გავრცელდა – აღნიშნულ ქვიშასთან დაკავშირებით.

კიკლადესის კუნძულებზე აქტიურად მიმდინარეობს შემოწმებები, როგორც უკანონო მშენებლობების აღმოსაფხვრელად, არამედ ამ მშენებლობებზე დასაქმებული არალეგალურად დასაქმებული ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულ საქმეებზე დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის, არალეგალი ემიგრანტები.

onalem

ტესტ