fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

დასაქმების ახალი პროგრამები 2019 წლის დასაწყისიდან საბერძნეთში!

2019 წლის დასაწყისიდან საბერძნეთის მთავრობა უმუშევრების დასაქმებას იწყებს.

კერძოდ, შრომის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამები ძირითადად განკუთვნილია უმუშევარი ახალგაზრდების დასასაქმებლად, რათა მათ ქვეყანაში თავის დამკვიდრება შეძლონ.

ΟΑΕΔ დასაქმების პროგრამებს წამოიწყებს 56 მუნიციპალიტეტში, გამოიყოფა 8.933 სამუშაო ადგილი და ამისთვის განკუთვნილია 64, 2 მილიონი ევრო.

ამავე დროს, ახალგაზრდებს 24-დან 29 წლამდე, საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა ტრენინგებსა და პრაქტიკებში, რომლებიც ინფორმაციული და ტექნოლოგიური კომუნიკაციების სფეროებს ეხება. ამ პროგრამებისთვის გამოყოფილია 40,2 მილიონი ევრო.

კიდევ ერთი მიზანია 3, 000 ახალგაზრდის გადამზადება, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და არიან 22-დან 29 წლამდე. მათ ეძლევათ საშუალება შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმდნენ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში.

საბერძნეთის ეკონომიკის ზრდის ფონზე, შრომის სამინიტრო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს დასაქმებას.

დეტალური ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ორგანიზაცია OAED-ში.

onalem

ტესტ