fbpx
საბერძნეთი

“ახალი ვაქცინა საბერძნეთში ყველასთვის შემოდგომიდან” – რაზე საუბრობს თეოდოროს ვასილაკოპულო?!

“შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ახალი ტიპის ვაქცინა კოვიდის წინააღმდეგ და მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის,” აცხადებს პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულო მედიასთან საუბრისას.

რას გულისხმობს ის?!

როგორც ირკვევა, შემოდგომიდან საბერძნეთში შემოვა განახლებული შემადგენლობის ვაქცინა, რომელიც ეფექტური იქნება ყველა შტამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ცხადია, საუბარია შტამებზე, რომლებიც ამ დრომდე მეცნიერებისთვის არის ცნობილი.

“პანდემია განიცდის რეცესიას იმ მნიშვნელოვანი იარაღის წყალობით, რასაც კოვიდის ვაქცინა ჰქვია. ამას გარდა, აბების საშუალებით, რომლებიც გვაქვს, კორონავირუსი აღარ იქნება მოსახლეობისთვის ის, რაც იყო მისი აფეთქების დროს,” ამბობს პროფესორი.

ვასილაკოპულო შეეხო მაიმუნის ყვავილის თემასაც და განაცხადა, რომ არ არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნული დაავადება სერიოზულ პრობლემად იქცეს, რადგან არ აქვს ელემენტი, რომელიც მის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვევს.

onalem

ტესტ