fbpx
მსოფლიო

“იმედი მაქვს, რომ არ უნდოდათ ჩემთვის ტკივილის მოყენება” – 9 წლის საშა, რომელმაც ომში ხელი დაკარგა

“იმედი მაქვს, რომ არ უნდოდათ ჩემთვის ტკივილის მოყენება,” – ასეთია 9 წლის გოგონას, საშას სიტყვები, რომელმაც უკრაინის ომში ხელი დაკარგა. ბავშვი, რომელსაც მარცხენა ხელი მთლიანად მოაჭრეს, იმედოვნებს, რომ ეს სიბოროტე, რასაც რუსეთი ახორციელებს, არ არის გამიზნული… ასეთია მისი გადმოსახედი…

პატარა გოგონა მშობლებთან ერთად გაურბოდა რუსულ ბომბებს, მაგრამ სამწუხაროდ, მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მამამისი გარდაიცვალა, თავად კი, ხელზე უკიდურესად მძიმე დაზიანება მიიღო.

როგორც ბრიტანული წყარო, Daily Mail, წერს ექიმები იძულებული გახდნენ, რომ ხელის ამპუტაცია გაკეთებინათ, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. ამჟამად გოგონა უკვე რეაბილიტაციის პროცესშია და თავს შეძლებისდაგვარად კარგად გრძნობს.

“არ ვიცი რატომ მესროლეს რუსებმა, იმედი მაქვს შემთხვევითობა იყო და არ უნდოდათ ჩემთვის ტკივილის მოყენება. როცა დაგვარტყეს, მანქანიდან გადმოვედი და ჩემი დის უკან გავიქეცი, შემდეგ დედაჩემი გადამეფარა, რომ სხვა ტყვიებისგან დავეცვით. საბედნიეროდ, მკვდარი არ იყო, უბრალოდ გადამეფარა. მერე გონება დავკარგე, ვიღაცამ ჯერ სარდაფში გადამიყვანა, სადაც წამლები მომცეს, შემდეგ კი, რამდენიმე ადამიანმა საავადმყოფოში წამიყვანა,” ამბობს პატარა საშა.

როგორც მისი ექიმი განმარტავს, ხელი რომ არ მოეკვეთათ, გოგონა ვერ იცოცხლებდა.

onalem

ტესტ