fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ცოლ-ქმრის გარდაცვალება თურმულ აბანოებში, რომლის გარემოებებიც ამ დრომდე გაურკვეველია

თესალონიკში მოხუცი ცოლ-ქმრის გარდაცვალება ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია სიკვდილის მიზეზი (წყალში დახრჩობა), თავად მომხდარის გარემოებები გაურკვეველი რჩება და საჭიროა ექსპერტიზის დასრულება, რომ საქმეზე მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.

კითხვა შემდეგია, რა მიზეზით მოხდა, რომ ორივე მოხუცმა (70 ქალი და 72 წლის მამაკაცი) გონება დაკარგა და შემდეგ წყალში დაიხრჩვნენ. პოლიცია კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა, აბანოებში არსებული წყალი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საუბარია კონკრეტულ ჯაკუზში არსებულ წყალზე.

მომხდარის გარშემო არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, თუმცა, ექსპერტიზის პასუხები ორი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ორივე მოხუცმა თითქმის ერთად დაკარგა გონება და დაიხრჩო, მათ არ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემები.

ექსპერტის პირველადი დასკვნების მიხედვით, მამაკაცმა შესაძლოა მეუღლის დახმარება სცადა და ამის შემდეგ დაიღუპა, მაგრამ საბოლოო შედეგები მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება.

onalem

ტესტ