fbpx
საბერძნეთი

კვირას, 6 ნოემბერს, საბერძნეთში მაღაზიები ღიაა – ნახეთ მუშაობის გრაფიკი!

საბოლოო გადაწყვეტილებით, კვირას, 6 ნოემბერს, საბერძნეთში მაღაზიები ღია იქნება და საყიდლებზე წასვლის მსურველებს საშუალება ექნებათ, რომ სავაჭრო ქუჩებს მიაშურონ.

როგორც ირკვევა, მათი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება 11:00-დან 20:00 საათამდე.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გაუქმებულია შუასეზონური ფასდაკლებები, რომლებიც 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებდა ხოლმე, ვინაიდან ეს ტენდენცია ჩაითვალა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ.

პარლამენტში შესაბამისი ცვლილება გუშინ დაამტკიცეს კვირა დღესთან დაკავშირებით, ვინაიდან თავდაპირველად, ამ დღეს მაღაზიების მუშაობის შესაძლებლობა გაუქმებული იყო, თავად შუასეზონური ფასდაკლებების გაუქმებასთან ერთად.

 

onalem

ტესტ