fbpx
საბერძნეთი

ატიკაში სახლებთან ახლოს ხანძარი გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, დიდ მასშტაბზე ვრცელდება (კადრები)

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ატიკის რეგიონში ამ წუთისთვის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. როგორც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, მიმდინარე დღეები ხანძრის გაჩენის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია.

ხანძარი გაჩნდა სარონიკოში, კერძოდ, კუვარაში და გამომდინარე ძლიერი ქარიდან და მაღალი ტემპერატურიდან, სწრაფად გავრცელდა დიდ მასშტაბებზე. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი სახლებთან საკმაოდ ახლოს არის და პარალელურად, პანიოს მთის მიმართულებით ვრცელდება.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე/მაშველები როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო გზებით, რათა ხანძრის ლოკალიზება მოახერხონ.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ