fbpx
საბერძნეთი

მორიგი საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში – ხუთშაბათიდან ისევ 44 გრადუსი რამდენიმე დღის მანძილზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მორიგ საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომელიც გვალვის კიდევ ერთ ტალღას ეხება. მორიგი “შეტევა” მოსალოდნელია ხუთშაბათიდან, 20 ივლისიდან და კვლავ 44 გრადუსი გველის, რამდენიმე დღის მანძილზე.

გვალვის ტალღა ხუთშაბათიდან კვირამდე აქტიური იქნება, შემდეგი კვირის შესახებ კი, სინოპტიკოსები მოგვიანებით გააკეთებენ პროგნოზებს. ცხადია, ტემპერატურა ხუთშაბათამდეც არ იქნება დაბალი, 17 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მინიმუმ 38 გრადუსი დაფიქსირდება. იონიის კუნძულებს რაც შეეხება, ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება.

პარასკევიდან კვირის ჩათვლით თესალიაში და ზოგადადი, ცენტრალურ საბერძნეთში, მოსალოდნელია ტემპერატურის 44 გრადუსამდე მომატება. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათიდან 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა, როგორი იქნება ამინდის სახე ივლისის მიწურულს და აგვისტოს მანძილზე, ჯერჯერობით უცნობია.

onalem

ტესტ