fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი 391 ლიტრი ზეითუნის ზეთის გაყიდვას უკიდურესად მაღალ ფასად აპირებდა, რეალურად კი, დაბალი ხარისხის იყო

ზეითუნის ზეთის ფასის რადიკალურ ზრდასთან ერთად ერთად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სიტუაციას სათავისოდ იყენებენ და თაღლითური გზებით ცდილობენ, რომ პირადი სარგებელი მიიღონ. ერთ-ერთი ასეთია ალექსანდრუპოლში დაკავებული ბერძენი მამაკაცი.

როგორც ირკვევა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას გადაჰქონდა 23 შეფუთვა ზეთი, ჯამში 391 ლიტრი და აღნიშნული ჰქონდა, რომ ეს იყო უკიდურესად მარალი ხარისხის ზეთი. დამატებით მოსთხოვეს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საჭირო გადასახადების გადახდა და ზეთის რეალური წარმომავლობა.

არსებული ცნობებით, ბერძენს არც გადასახადები ჰქონდა გადახდილი და არც ზეთი იყო უმაღლესი ხარისხის, პირიქით, ეს იყო ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთი, რომლის გაყიდვასაც უკიდურესად დაბალ ფასად აპირებდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ზეთის წარმომავლობის დასადგენად.

onalem

ტესტ