fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთის სუპერმარკეტებში 300 პროდუქტს სპეციალური აბრა აქვს – ფასების კლება 23%-მდე

საბერძნეთის განვითარების სამინისტრომ ინფლაციისა და სიძვირის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღო და სუპერმარკეტებში გამოჩნდა პროდუქტები, სპეციალური აბრებით, რომელთაც მინიმუმ 6 თვის მანძილზე ფასი დააკლდება. მომხმარებლები უკვე პოულობენ ათობით პროდუქტს, რომელიც მთავრობის მიერ მიღებული ზომების ფარგლებში იაფდება.

როგორც ირკვევა, საუბარია 300-მდე პროდუქტზე, რომელზეც ფასის კლება იქნება 5%-დან 23%-მდე, თუმცა, მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს “ფასების მუდმივ შემცირებას”, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აქ არ ჩერდება და პროდუქტები კიდევ დაემატება.

როგორც კოსტას სკრეკასმა აღნიშნა, მთავრობას სურს, რომ ფასები შეამციროს მინიმუმ 500 პროდუქტზე, რომელიც საბერძნეთში ოაჯხებისთვის ძირითად საჭიროებას წარმოადგენს და ითვლება, რომ მათი სიძვირე უკავშირდება სპეკულაციებსა და ბიზნესის მხრიდან საკითარ მოგებაზე ორიენტირებას – მარტივად რომ ვთქვათ, ფასები არ არის გაზრდილი ობიექტურად.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მიმდინარე თვემდე ბიზნესებისადმი დაწესებულმა ჯარიმებმა, ფასების არალოგიკური ზრდის გამო, 5,5 მილიონი ევრო შეადგინა.

onalem

ტესტ