fbpx
ეკონომიკა

როდის და რამდენით გაიზრდება საბერძნეთში მინიმალური ხელფასი ?!

იანვრის თვის მეორე ნახევარში საბერძნეთის მინისტრთა საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქვეყანაში დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს. გარდა, ამისა იგეგმება პრემიებისა და სხვადასხვა ჯილდოების დაწესება.

მთავრობა გაზეთ ‘Έθνος”-ის საშუალებით იტყობინება, რომ მინიმალური ხელფასი, რომელიც ახლა 586,08 ევროს უდრის, დაახლოებით 8%-ით გაიზრდება (6%-დან 10%-მდე შუალედში).

მოსალოდნელია, რომ ასაკის მიუხედავად, თებერვლიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი დაახლოებით 630 ევრომდე იქნება.

ცვლილებები ეხებათ ახალგაზრდებსაც, 25 წლამდე, რომელთა მინიმალური ხელფასი 510 ევროა. მათი შემოსავლები დაახლოებით 15%-ით გაიზრდება.

თებერვალში საკითხი  უკვე დამტკიცებული იქნება, რის შედეგადაც, საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებულ პირს უფლება ექნება მოითხოვოს შემდგომში დაზუსტებული რაოდენობის თანხა, კანონის ფარგლებში.

onalem

ტესტ