fbpx
ეკონომიკა

როდის დაირიცხება საბერძნეთში უმუშევრობის ერთჯერადი დახმარება და საშობაო საჩუქარი?!

საბერძნეთის უმუშევართა სარეგისტრაციო უწყების ინფორმაციით, საშობაო საჩუქრისა და საბერძნეთში მცხოვრები უმუშევარი პირებისთვის ერთჯერადი დახმარების დარიცხვა 10 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

როგორც ცნობილია, უმუშევარი ახალგაზრდები, 18-დან 24 წლამდე, 400 ევროს სახით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

რაც შეეხება საშობაო საჩუქარს, იგი დარიცხული უნდა იყოს შობამდე. დანამატის რაოდენობა განისაზღვრება მათი ხელფასისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით.

უმუშევარი პირები დარეგისტირებული უნდა იყვნენ OAED-ში და შენარჩუნებული უნდა ჰქონდეთ უმუშევრის სტატუსი, ვინაიდან 1 წლის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება იხსნება. სწორედ ისინი, ვისაც ანაზღაურება მოეხსნა, მიიღებენ 400 ევროს ერთჯერადი დახმარების სახით.

400 ევრო მათ ანგარიშებზე დაირიცხება 10 დეკემბრიდან 2019 წლის 6 იანვრამდე პერიოდში.

 

onalem

ტესტ