fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი კრიზისიდან გამოდის – ციპრა, საბოლოოდ, ჰასლტუხს იკრავს

საბერძნეთმა კრედიტორებთან ვალთან დაკავშირებული შეთანხმების ბოლო ეტაპს მიაღწია და გასულ პარასკევს დარჩენილ კითხვებსაც პასუხი გაეცა – ციპრასი ჰალსტუხს იკრავს.

საბერძნეთის პრემიერი სწორედ ამითაა ცნობილი, რომ მან პირობა დადო, თუკი ევროპა ვალთან მიმართებაში გამოსავალს იპოვიდა და ქვეყანა სავალალო მდგომარეობიდან ამოვიდოდა, ჰალსტუხს მხოლოდ მაშინ გაიკეთებდა.

როგორც ევროპელი კონსულტანტების პრეზიდენტი ამბობს, არსებული ვითარება თანაბრად ხელსაყრელია, როგორც ციპრასთვის, ასევე ევროპელი კრედიტორებისთვის. ციპრას ვალის შემსუბუქების შეთანხმება უკვე საფუძლევს აძლევს, გამარჯვება იზეიმოს.

თუმცა, როგორც თავად პრემიერი ამბობს, ეს მხოლოდ ერთი ბძოლაა და ომი ჯერ არ დასრულებულა.

ციპრამ საბერძნეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ისტორიული” შეთანხმება საბერძნეთის ვალის მდგომარეობას სტაბილურს ხდის. ქვეყანა შეძლებს დაუბრუნდეს სხვადასხვა ბაზრებს, რომლებიდანაც კრიზისის გამო გამოვიდა. საბერძნეთი შეძლებს, ისევ გახდეს ნორმალური ქვეყანა.

ციპრა გამოსვლისას წითელ ჰასლტუხს ატარებდა, რომელიც, სავარაუდოდ, სიტყვით გამოსვლისთანავე მოიხსნა.

 

onalem

ტესტ