fbpx
საბერძნეთი

რა ფასები აქვს ცხვარსა და თხას სააღდგომოდ?! – 6-8 კაცი სუფრა წელს 370 ევრომდე ჯდება

სააღდგომო ვაჭრობა ნელ-ნელა აქტიურდება და მომხმარებლები სტუმრობენ როგორც ხორცის მაღაზიებს, ასევე ვარვარკიოს ბაზარს, რათა ნახონ, რა ფასები აქვს ცხვარსა და თხას, რომელიც სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

ΣΚΑΙ-ს რეპორტაჟის მიხედვით, ხორცის ცენტრალურ მაღაზიებში თხისა და ცხვრის ფასი 12 ევროს ფარგლებში მერყეობს, სხვა მაღაზიებში გაცილებით მაღალიც კია. ამ ფასებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ წელს 6-8 კაციანი სააღდგომო სუფრა დაახლოებით 370 ევრო ჯდება.

ვარვარკიოს ბაზარში თხისა და ცხვრის ფასი 9,90 ევროდან იწყება კილოგრამზე და 15 ევრომდეც კი ადის. ცხვრის ნეკნების ფასი 17 ევრომდეა.

სუპერმარკეტების ქსელებში ეს პროდუქტები შედარებით იაფია, გამომდინარე “სააღდგომო კალათიდან”, რომელიც განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა. იხილეთ ჩამონათვალი:

 

onalem

ტესტ