fbpx
საბერძნეთი

“გვეყოლება 800-1.000 ახალი ინფიცირებული ყოველდღე” – როდის ვარაუდობს მთავრობა ატიკის რეგიონში კარანტინის დაწესებას?!

“კარანტინის დაწესებას განვიხილავთ. მთავრობის მაგიდაზე დევს ყველანაირი ზომა. თუმცა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადგილობრივ კარანტინზე. გადაადგილების აკრძალვა უნდა გამოცხადდეს ატიკის მთელ რეგიონში, რადგან აქ მუნიციპალიტეტები ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან.

რაც შეეხება ვაქცინას, ვვარაუდობთ, რომ პირველი დოზები გვექნება 2021 წლის დასაწყისში, მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ პანდემიასთან ერთად მომდევნო ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს ცხოვრება.

თავდაპირველად ვაქცინაცია ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუკი დავიცავთ დისტანციას და ვატარებთ პირბადეს, დაცულები ვართ. ვირუსი ძირითადად ვრცელდება წვეთების საშუალებით და გაცილებით ნაკლებად ზედაპირებთან შეხებით. ზედაპირებზე შეხების შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა,” აცხადებს ინფექციონისტი ნიკოს სიფსასი Θεμα-სთან საუბარში.

ამას გარდა, პროფესორი მანოლის დერმიძაკისი აცხადებს, რომ კარანტინის გამოცხადება ატიკის რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება დეკემბრის თვეში.

“მე ამას არ მივიჩნევ სწორ გამოსავლად. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარანტინამდე არ მივიდეთ. როდესაც კარანტინი გვჭირდება ინფიცირების შემთხვევათა შესამცირებლად, ესეიგი უკვე სერიოზული პრობლემები გვაქვს.

თუკი გამოვაცხადებთ კარანტინს, ეს მოხდება დეკემბრის თვეში. გვექნება ძალიან რთული ზამთარი, რადგან თუ ასე გაგრძელდება, ზამთრის თვეებში ყოვედღიურად დაფიქსირდება 800-1.000 ახალი შემთხვევა. ტემპერატურის კლებასთან ერთად ხალხი გადადის დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელება ბევრად მარტივად ხდება და დაინფიცირების ტენდენციაც გაცილებით იზრდება,” აღნიშნავს დერმიძაკისი.

onalem

ტესტ